- საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, სემინარს თემაზე, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის წესი“ გამართავს. სემინარზე საჯარო დაწესებულებებს ზედმიწევნით განემარტება, როგორ უნდა დადგინდეს, შეიცვალოს ან შეთანხმდეს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, განმასხვავებელი ნიშანი და სხვა) ასევე მისი გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესი. სემინარზე წარადგენენ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ყოველწლიური ჟურნალის „ჰეროლდის“ მე-10 ნომერს, სადაც საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შეჯამებული.
სტუმარი: დავით ჩხეიძე – საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: