დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან 100 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. ამავე ჩანაწერში მოისმენთ ინფორმაციას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მარკების ისტორიაზე.
რესპონდენტები: ნიტა გონგაძე – საიუბილეო მონეტის დიზაინერი,
ბაადურ ქობლიანიძე – საიუბილეო მარკების ავტორი; მხატვარი.
ავტორი: ზურა კეკელიძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.