- 2021 წლის 11 ნოემბერს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“ მეთოთხმეტედ გაიხსნება.
წელს ფესტივალი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ფესტივალში მსოფლიოს 29 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის: საფრანგეთი, ბელგია, ბულგარეთი, ტაილანდი, სამხრეთკორეა, მექსიკა, უკრაინა, ირანი, სომხეთი, პერუ, ნიგერია, ჩინეთიდა ა. შ. ხოლო საქართველოდან ქუთაისის, ხონის, ბათუმის, თბილისის, ხარაგაულის, თერჯოლის, შუახევის, ახალქალაქის, გარდაბნის, მარნეულის, ხულოს, კასპის, თელავისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები.
ოთხი საფესტივალო დღის განმავლობაში 85-მდე მოკლემეტრაჟიან ფილმს უჩვენებენ.
სატელეფონო ჩართვა: გრიგოლ ჩიგოგიძე – „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: