ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი საბა იბერო, 16 წლის შემდეგ პირველად, თბილისს ოქტომბერში ესტუმრება სოლო კონცერტით.
კონცერტზე მოწვეული განსაკუთრებული სტუმარი იქნება პაკო დე ლუსიას ჯგუფის სოლო გიტარისტი ანტონიო სანჩესი. იგი სპეციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს და საბა იბეროსთან ერთად დუეტში დაუკრავს. პირველად საქართველოში, ქართველი და ესპანელი ვირტუოზები ერთ დაუკრავენ სცენაზე.
საბა იბერო, ფლამენკოს პირველი ქართველი გიტარისტია ესპანური ფლამენკოს სამყაროში. ცნობილმა ესპანელმა გიტარისტებმა იგი ფლამენკოს ახალი თაობის ერთ-ერთ წამყვან სოლო გიტარისტად აღიარეს.
რესპონდენტი: ნათია ბითაძე – საბა იბეროს და.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: