პიკის საათი - რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
პიკის საათი - რუსთავის თეატრი 55-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი, საიუბილეო -55-ე წელს აღნიშნავს. მიმდინარე სეზონის განმავლობაში თეატრს 136 ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მათ შორისაა 6 სპექტაკლის პრემიერა. გაიხსნება თეატრის მუზეუმი, რომელიც უკვე მრავალი წელია თეატრს არ აქვს და ის მასალა, რომელიც არქივში უნდა ინახებოდეს დღემდე მოძიების პროცესშია, უკვე სრული სახით კი განახლებულ მუზეუმში მოიყრის თავს.

აღსანიშნავია, რომ პირველად ქართულ თეატრებს შორის რუსთავის თეატრს საკუთარი შრიფტი ექნება. რუსთაველი კალიგრაფების დამსახურებით შეიქმენა ახალი შრიფტი, რომელიც დატანილი იქნება როგორც თეატრის ლოგოზე, ასევე აფიშებზე, ბანერებსა თუ სხვა საინფორმაციო ბუკლეტებზე.

საიუბილეო სეზონის ფარგლებში,  ზაფხულში რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. საიუბილეო სეზონის მიწურულს თეატრალური კვირეულის ფარგლებში რუსთავის თეატრს რეგიონის თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან. საიუბილეო სეზონს 30 ნოემბერს დასკვნითი კოსტუმირებული გალა ღონისძიება დაასრულებს, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟანმინდელი და აწ უკვე ყოფილი დასის წევრები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სატელეფონო ჩართვა: მაია ღუღუნიშვილი – რუსთავის თეატრის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: