ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“ ეძღვნება დიდი მოქანდაკეების – ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის, კამილა კლოდელის, ბედსა და შემოქმედებას. 15 წლის განმავლობაში როდენსა და კლოდელს ვნებიანი შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ მათი სიყვარული ტრაგიკული აღმოჩნდა. მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ საბედისწერო დარტყმა მიაყენა კამილას, სულიერი ჯანმრთელობა შეურყია და მისი დაღუპვის მიზეზად იქცა.
სტუმრები: ანი ლაღიძე – ფესტივალ „თბილისის რიტმის“ დამაარსებელი,
მარინა ალექსიძე – ქორეოგრაფ-რეპეტიტორი; გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მმართველი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.