„ქუთაისელი რომ ვარ და თბილისში ვარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა“ – ამბობს რეზო კლდიაშვილი, რომელიც მშობლიურ ქალაქს არასოდეს დაშორებია.
ქიმიკოსი, რომელმაც სამწერლო ასპარეზზე 45 წლის ასაკში გააკეთა ხმამაღალი განაცხადი, ამ გადაწყვეტილებას ბავშვობის დროინდელ შემთხვევას უკავშირებს. სიმონეთში, დავით კლდიაშვილის მუზეუმში სტუმრობისას, ოთახში შემოფრენილი მერცხალი, რომელმაც ჰაერში სამჯერ შეკრა ირაო, ერთგვარ მინიშნებად და დავით კლდიაშვილთან სულიერ კავშირად მიიჩნია.
ქიმია, ლიტერატურა, თეატრი, სტუდენტები და ყველაფერი ის, რასაც 74 წლის რეზო კლდიაშვილი ემსახურება.
სატელეფონო ჩართვა: რეზო კლდიაშვილი – დრამატურგი; ქიმიკოსი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: