15 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საფორტეპიანო მუსიკის საღამო „დაბადებიდან შობამდე“ გაიმართება.
კონცერტში გამოყენებულია რეზო ჯორბენაძის მოთხრობები სადებიუტო კრებულიდან „დაბადებიდან შობამდე. აპეირონი.“ რეზო ჯორბენაძე შეეცადა სიტყვისა და ბგერის წყალობით მიეტანა მსმენელამდე წუთისოფელი, რომელსაც ადამიანი დაბადებიდან გარდასახვამდე, ანუ შობამდე უწყვეტობის ჯაჭვად აღიქვამს. ყოველი დასასრული ხომ თავის თავში დასაწყისს იტევს და პირიქით.
სტუმარი: რეზო ჯორბენაძე – ექიმი; მუსიკოსი; მწერალი.