„თუ „რანინას“ სკოლა გავლილი გაქვს, ყველაფერი შესაძლებელია!“ – ლანა ქუთათელაძის ამგვარი შემართება „რანინას“ ოთხი სეზონის კონკურსანტებთან მუშაობის გამოცდილებითაა განპირობებული. პედაგოგები ყოველწლიურად ხვეწენ და ართულებენ ბარიერებს კონკურსანტებისათვის. შედეგი სახეზეა – ნიჭიერი მომავალი თაობისთვის დაუძლეველი არაფერია!
„რანინას“ მეხუთე, საიუბილეო, სეზონისათვის ორგანიზატორები მაყურებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან. კონკურსანტების შერჩევა უკვე დაიწყო.
სტუმარი: ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის მედიაწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: