სოხუმი, ომამდელი დრო, უღელტეხილი და დღევანდელი ყოფა – ტრაგიკულ ამბებს სიყვარული და იუმორი ახალისებს, ის, რაც ადამიანებს ყველაზე რთულ პერიოდში გადარჩენაში დაეხმარათ. წიგნის გზავნილი ასეთია – შენ არ ხარ ჩემთან, მაგრამ მე ვარ შენთან, და ამ თანამყოფობას მოგონებები აცოცხლებს. რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა გურამ ოდიშარიას რომანის „შენამდე – უშენოდ“ მიხედვით რადიოსეპქტაკლი მოამზადა, რომელიც მალე საქართველოს რადიოს ეთერში გავა.
რესპონდენტები: გურამ ოდიშარია – მწერალი, ზურაბ კანდელაკი – რეჟისორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: