ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავასა და სიმონ ჯანაშიას მოწაფე, რომელმაც მხოლოდ აფხაზური ენის კვლევას 200-ზე მეტი ნაშრომი უძღვნა.
ქალბატონი, რომელმაც 80-ზე მეტი აფხაზი ახალგაზრდა გაზარდა თსუ-ში და ენათმეცნიერების ინსტიტუტში.
ქალბატონი, რომელსაც სტუდენტები დედას ეძახდნენ.
ქეთევან ლომთათიძე – მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, აფხაზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკათა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, დ. გულიას პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.
სატელეფონო ჩართვა: თეიმურაზ გვანცელაძე – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი; აფხაზური ენის სპეციალისტი; ქეთევან ლომთათიძის მოსწავლე.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: