პიკის საათი - ქეთევან ლომთათიძე - 110
პიკის საათი - ქეთევან ლომთათიძე - 110

ივანე ჯავახიშვილის, აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავასა და სიმონ ჯანაშიას მოწაფე, რომელმაც მხოლოდ აფხაზური ენის კვლევას 200-ზე მეტი ნაშრომი უძღვნა.

ქალბატონი, რომელმაც 80-ზე მეტი აფხაზი ახალგაზრდა გაზარდა თსუ-ში და ენათმეცნიერების ინსტიტუტში.

ქალბატონი, რომელსაც სტუდენტები დედას ეძახდნენ.

ქეთევან ლომთათიძე – მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, აფხაზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკათა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, დ. გულიას პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.

სატელეფონო ჩართვა: თეიმურაზ გვანცელაძე – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი; აფხაზური ენის სპეციალისტი; ქეთევან ლომთათიძის მოსწავლე.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი