პიკის საათი - ქართველი მკითხველი „კოსმოკომიკური ამბების“ მოლოდინში
- „ეს ნამდვილი კალვინოა!“ -ასე აფასებს მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე იტალო კალვინოს ,,კოსმოკომიკურ ამბებს,“ რომელსაც ქართველი მკითხველი სწორედ მისი თარგმანით გაეცნობა.
- ,,საათნახევარში დანტეს ჯოჯოხეთზე საუბარი ძნელია, მაგრამ ცნობისმოყვარეობის გაღვიძება კი ნამდვილად შესაძლებელია“ – ეს კი იმ შეხვედრის გამოძახილია, რომელსაც, „წიგნის კლუბის“ შეხვედრების ფარგლებში, მთარგმნელი გაუძღვა და აუდიტორიას „ღვთაებრივი კომედიის“ მხატვრულად ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილზე – „ჯოჯოხეთზე“ ესაუბრა.
სტუმარი: ხათუნა ცხადაძე – მთარგმნელი. ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული. თარგმნილი აქვს წიგნები: უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“, „პრაღის სასაფლაო“, „ვარდის სახელი“, იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, მელანია მაცუკოს „ვიტა“ და პიერ პაოლო პაზოლინი „ლუთერული წერილები“
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: