პიკის საათი - ქართველი მკითხველი „კოსმოკომიკური ამბების“  მოლოდინში
პიკის საათი - ქართველი მკითხველი „კოსმოკომიკური ამბების“  მოლოდინში
  • „ეს ნამდვილი კალვინოა!“ -ასე აფასებს მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე  იტალო კალვინოს ,,კოსმოკომიკურ ამბებს,“  რომელსაც ქართველი მკითხველი სწორედ მისი თარგმანით გაეცნობა.
  • ,,საათნახევარში დანტეს ჯოჯოხეთზე საუბარი ძნელია, მაგრამ ცნობისმოყვარეობის გაღვიძება კი ნამდვილად შესაძლებელია“ – ეს კი იმ შეხვედრის გამოძახილია, რომელსაც, „წიგნის კლუბის“ შეხვედრების ფარგლებში, მთარგმნელი გაუძღვა და აუდიტორიას „ღვთაებრივი კომედიის“ მხატვრულად ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილზე – „ჯოჯოხეთზე“ ესაუბრა.

სტუმარი: ხათუნა ცხადაძე – მთარგმნელი. ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული. თარგმნილი აქვს წიგნები: უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“, „პრაღის სასაფლაო“, „ვარდის სახელი“, იტალო კალვინოს „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“, მელანია მაცუკოს „ვიტა“ და პიერ პაოლო პაზოლინი „ლუთერული წერილები“

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: