შქმერულის, მაწვნის, ქართული კივის, ,,ნაბეღლავისა“ და ზოგადად ქართული პროდუქციისა და კულინარიისადმი ინტერესი იაპონიაში დღითიდღე იზრდება.
ტოკუშიმას პრეფექტურის ადმინისტრაციის კაფეტერია ვიზიტორებს ადგილობრივი ინგრედიენტებით გაკეთებულ ქართულ კერძს, შქმერულს სთავაზობს. კაფეტერიის სტუმრებს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ბუკლეტებისა და სხვა საპრომოციო მასალის საშუალებით ეძლევათ. მარტში პრეფექტურის ადმინისტრაცია ქართული კერძების მომზადების სასწავლო ვიდეოების გამოქვეყნებას გეგმავს.
სატელეფონო ჩართვა ტოკიოდან: თეიმურაზ ლეჟავა – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იაპონიაში.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: