„ქართული სამეფო და ქართული ხელოვნება“ – ეს არის წიგნად შეკრული კონფერენციის მასალები, რომელიც 2014 წელს ანკარაში შედგა.
სტამბოლის კოჩის უნივერსიტეტისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით წიგნი ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა.
გამოცემის მთავარი მიზანი ინგლისურენოვან სამყაროში იმ სიცარიელის ამოვსებაა, რაც , ქართულ ხელოვნებასა და, კერძოდ, შუა საუკუნეების ტაო-კლარჯეთის ხელოვნების ისტორიასთან მიმართებით არსებობს.
წიგნი უკვე იყიდება დასავლეთში. მისი შეძენა, წინასწარი შეკვეთით, უკვე 6 თვეა შესაძლებელია ამაზონზე.
სტუმარი: ირინე გივიაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: