პიკის საათი - ქართულ-იტალიური დიალოგი კულტურის საკითხებში
პიკის საათი - ქართულ-იტალიური დიალოგი კულტურის საკითხებში

– 24, 25 და 26 თებერვალს ვენეციის გოლდონის სახელობის თეატრი რეზო გაბრიაძის სპექტაკლს „ალფრედი და ვიოლეტა“ უმასპინძლებს. პირველად იტალიურ ენაზე შესრულდება ნუნუ გელაძის მიერ თარგმნილი სიმღერა „თბილისო“.

– იმავე პერიოდში წარადგენენ ნოდარ დუმბაძის კრებულის იტალიურ თარგმანს.

– 2022 წლის მარტში, ტონინო გუერას ფონდში, იტალიელი მაყურებელი იხილავს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლს „უსაზღვრობა დროთა“. სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის გალაკტიონის ლექსები ნუნუ გელაძემ თარგმნა.

სატელეფონო ჩართვა იტალიიდან: ნუნუ გელაძე – იტალიაში მცხოვრები ქართველი ფილოლოგი; მთარგმნელი: კულტურათაშორის მედიატორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: