– 24, 25 და 26 თებერვალს ვენეციის გოლდონის სახელობის თეატრი რეზო გაბრიაძის სპექტაკლს „ალფრედი და ვიოლეტა“ უმასპინძლებს. პირველად იტალიურ ენაზე შესრულდება ნუნუ გელაძის მიერ თარგმნილი სიმღერა „თბილისო“.
– იმავე პერიოდში წარადგენენ ნოდარ დუმბაძის კრებულის იტალიურ თარგმანს.
– 2022 წლის მარტში, ტონინო გუერას ფონდში, იტალიელი მაყურებელი იხილავს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლს „უსაზღვრობა დროთა“. სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის გალაკტიონის ლექსები ნუნუ გელაძემ თარგმნა.
სატელეფონო ჩართვა იტალიიდან: ნუნუ გელაძე – იტალიაში მცხოვრები ქართველი ფილოლოგი; მთარგმნელი: კულტურათაშორის მედიატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: