თბილისის კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც თავად ასრულებენ ქართველი კომპოზიტორების თხზულებებს ან მომავალში გეგმავენ რეპერტუარის გამდიდრებას ეროვნული მუსიკით, მაყურებელს ვიდეორგოლების საშუალებით უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. მონაწილეობენ საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტები: ნატალია ჩარკვიანი, სოფიო ძიძიგური, სალომე მერაბიშვილი, კონსტანტინე ეროიანი და ელენე ვეფხვაძე.
სატელეფონო ჩართვა: გვანცა ღვინჯილია – პროექტის Mi raculum ავტორი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: