პიკის საათი - პროექტ „ინტერაქტიულ წიგნებზე“ განაცხადების მიღება იწყება
„ინტერაქტიული წიგნები“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ პროექტია, რომელიც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში განხორციელდება.
პროექტის მონაწილე უფროსკლასელები და სტუდენტები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათ შორის, მულტიპლატფორმულ ძრავა Unity-ში მუშაობას შეისწავლიან. აღნიშნული პროგრამები, პროექტის შემდგომ ეტაპზე, ინტერაქციული წიგნების შექმნაში დაეხმარებათ, რასაც პროფესიონალ ილუსტრატორებთან, პროგრამისტებთან და საბავშვო ავტორებთან ერთად განახორციელებენ.
სტუმრები: ლანა ლაბაძე – „ჯეოლაბის“ დირექტორი,
ნიკა ესებუა – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: