პიკის საათი - პროექტ „ინტერაქტიულ წიგნებზე“ განაცხადების მიღება იწყება
პიკის საათი - პროექტ „ინტერაქტიულ წიგნებზე“ განაცხადების მიღება იწყება

„ინტერაქტიული წიგნები“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია ჯეოლაბის პროექტია, რომელიც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის მონაწილე უფროსკლასელები და სტუდენტები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათ შორის, მულტიპლატფორმულ ძრავა Unity-ში მუშაობას შეისწავლიან. აღნიშნული პროგრამები, პროექტის შემდგომ ეტაპზე, ინტერაქციული წიგნების შექმნაში დაეხმარებათ, რასაც პროფესიონალ ილუსტრატორებთან, პროგრამისტებთან და საბავშვო ავტორებთან ერთად განახორციელებენ.

სტუმრები: ლანა ლაბაძე – ჯეოლაბის დირექტორი,

ნიკა ესებუა„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: