- 16, 17, 19, 27 ნოემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა. წარმოდგენაში „დონ სეზარ დე ბაზანი“ მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის ესპანეთში ვითარდება. თუმცა, მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს ამ ნაწარმოების უფრო თამამ, თანამედროვედ გააზრებულ ვერსიას შესთავაზებს, ულამაზესი კოსტიუმებითა და დეკორაციით, არაჩვეულებრივი მუსიკითა და ქორეოგრაფიით. სპექტაკლში ჟიულ მასნეს არიას „სევილიანა“დასის წევრი, მეცოსოპრანო და მარიტანას როლის შემსრულებელი მარიამ ჩუხრუკიძე შეასრულებს.
სატელეფონო ჩართვა: დიმიტრი ხვთისიაშვილი – მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: