პიკის საათი - ნიკო ქაჯაია - საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ღიმილის შემგროვებელი ბიჭი
პიკის საათი - ნიკო ქაჯაია - საბავშვო ევროვიზიის მონაწილე ღიმილის შემგროვებელი ბიჭი

„რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებულმა ნიკოლოზ ქაჯაიამ საბავშვო ევროვიზიის საგზური მოიპოვა. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს და პარიზი მასპინძლობს, 19 დეკემბერს გაიმართება. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან საქართველოს პირველი არხი განახორციელებს. უკვე მეოთხე წელია, საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის შერჩევა, საქართველოს პირველი არხის პროექტის „რანინას“ მეშვეობით ხდება.

10 წლის ნიკოლოზ ქაჯაიას  სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში აქვს მიღებული მონაწილეობა. 2020 წელს თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში საფორტეპიანო განყოფილებაზე ჩაირიცხა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.

ჩანაწერში მოისმენთ ელენე ტუშურის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს.

სტუმარი: გიგა კუხიანიძე – მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: