პიკის საათი - პორტატული სასუნთქი აპარატის საქართველოში წარმოების პერსპექტივა
Covid 19 – ის წინააღმდეგ ონლაინ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი ცნობილია. 20 000 ლარი პროექტის განხორციელებისათვის გრანტის სახით Edison Tech-ს გადაეცა. პროექტის მიზანია, შეიქმნას პორტატული სასუნთქი აპარატი, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც კრიტიკულ სიტუაციაში, ასევე სახლის პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აპარატი გამოყენებადია ყველა ასაკის ადამიანისათვის. შესაბამისად, Edison Tech-ის დახმარებით საქართველოს ექნება დამატებითი შესაძლებლობა გაუმკლავდეს მსოფლიო გამოწვევას და საჭიროების შემთხვევაში სასუნთქიაპარატების კრიზისის აღმოფხრას ქვეყანაში.
სტუმარი: მარიამ შარანგია – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგოების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: