პიკის საათი - პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში
კლასიკური მუსიკის კონცერტზე, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თანადაფინანსებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს როგორც პოლონელმა, ისე ქართველმა მუსიკოს-შემსრულებლებმა.
სტუმრები: კამილ ურბანსკი – პოლონელი კომპოზიტორი, დირიჟორი და არანჟირების ავტორი, რომელიც ვარშავის ჯაზ პიანისტების ფესტივალის მთავარი ჯილდოსა და „ჯაზის ბიელსკა ზადიმკას“ გრან პრის მფლობელია და თბილისში სპეციალურად ამ კონცერტისათვის ჩამოვიდა, მარია ფილინა – პოლონური დიასპორის კულტურულ – საგანმანათლებლო ასოციაცია „პოლონიას“ პრეზიდენტი, რუსიკო თაბაგარი – კონცერტის თანაორგანიზატორი, გრეგორ სეროჩინსკი – პოლონეთის რესპუბლიკის სენატის კანცელარიის „პოლონიის“ ბიუროს დირექტორი, იოანა აიერსი – კონცერტის თანაორგანიზატორი