„ვაცლავ ჰაველი წესიერების მაგალითია პოლიტიკაში, რაც ადასტურებს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის“ – ამბობს დავით კაკაბაძე, რომელიც ორჯერ პირადად შეხვდა ჩეხ პოლიტიკოსს.
- 2021 წლის 5 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, დრამატურგი ვაცლავ ჰაველი 85 წლის გახდებოდა. პერსონა, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პირობებში დისიდენტი იყო და აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებებისათვის. ლიდერი, რომელმაც შეძლო და, მაშინ, როცა მსოფლიო იარაღს აჟღარუნებდა, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ნაბიჯები გასროლის გარეშე გადადგა. რაც ეხება მის დრამატურგიას, შემოქმედებით პროცესი დასრულდა ავტორის ბოლო პიესით „წასვლა,“ რომელიც ძალაუფლების ცდუნების წინაშე მდგარი პოლიტიკოსების ვნებას ასახავს.
სტუმარი: დავით კაკაბაძე – მთარგმნელი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: