პიკის საათი - პირველი ქართული ოპერის ახალი სიცოცხლე
პიკის საათი - პირველი ქართული ოპერის ახალი სიცოცხლე

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი, მუხრანის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პირველი ქართული ოპერის, მელიტონ ბალანჩივაძის „თამარ ცბიერის“ (დარეჯან ცბიერი), ხელნაწერის გაციფრების, რედაქტირების, დამუშავებისა და გამოცემის პროექტზე მუშობს.

პროექტში ჩართული არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები, კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი, პროექტის თანაავტორი და რეფერენტი მარინა ქავთარაძე, დიზაინერი მანანა გუნია-რომანო, მხატვარი ელენე მელქაძე. მოცემულ ეტაპზე, განხორციელებულია გაციფრებისა და კორექტირება-რედაქტირების 30 პროცენტი. შემდგომი ეტაპი საოპერო კლავირის (ვოკალისა და ფორტეპიანოსათვის) გაფორმება და დიზაინია.  პროექტის დასკვნითი ნაწილი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის 100 საოპერო კლავირის დაბეჭდვას ითვალისწინებს.

ჩანაწერში ცოცხალი შესრულებით მოისმენთ გოგა შავერზაშვილის მუსიკალურ იმპროვიზაციას მელიტონ ბალანჩივაძისა და ჯორჯ ბალანჩინის ნაწარმოებების მიხედვით.

სტუმრები: დავით გოგოლაშვილი – პროექტის ავტორი.

გიორგი (გოგა) შავერზაშვილი – პროექტის თანაავტორი; კომპოზიტორი; პიანისტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: