- 15 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მაყურებელს ორმოქმედებიანი წარმოდგენის „პინოკიოს“ პრემიერას შესთავაზებს. თბილისის ინტერნაციონალურმა საბალეტო დასმა პერ ისბერგის ქორეოგრაფიით იმუშავა, მუსიკა ოტორინო რესპიგს ეკუთვნის, დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, კოსტიუმების მხატვარი ჟერომ კაპლანი. ბალეტის მსოფლიო პრემიერა ჰონგკონგის ბალეტში 2015 წლის 28 აგვისტოს შედგა.
სტუმარი: ილია თავბერიძე – ჟურნალისტი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: