პიკის საათი - 27.07.2023
პიკის საათი - 27.07.2023

1) „საქართველოს ხმოვანი მატიანე“

„კარგ რადიოს მარტივი ფორმულა აქვს, როცა ჩართავ გამორთვა აღარ უნდა მოგინდეს“

ვახატნგ ნანიტაშვილის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ქართული რადიოს ისტორიას აცოცხლებს.

რესპონდენტი: ვახტანგ ნანიტაშვილი – „პიკის საათის“ მონოგრაფიის ავტორი, ჟურნალისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ხმა, რომელიც 30 წლის შემდეგაც თანამედროვედ ისმის

1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოეწერა მორიგ სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის მიხედვით ქართულ და აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანათ. რეალურად ყველაფერი პირიქით მოხდა. პირობა მხოლოდ ქართულმა მხარემ შეასრულა. ხელშეკრულებიდან ორ თვეში, 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა.

სოჭის ხელშეკრულებას იმთავითვე უარყოფითად აფასებდა ცნობილი პუბლიცისტი და ეროვნული მოღვაწე აკაკი ბაქრაძე. ბატონი აკაკი ზაფხულში სტუმრობდა საკუთარ სახლს ოზურგეთში, რომელიც ლაშეს უბანში, მაშინ კომკავშირის, დღეს კი აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე მდებარეობს. იქვე ძალიან ახლოს იყო ტელეკომპანია „გურიას“ შენობა, სადაც მაშინ ვმუშაობდი. ეს მომენტი გამოვიყენეთ და ბატონ აკაკის კომენტარი ვთხოვეთ, რომელიც 1993 წლის 22 აგვისტოს გადაიცა ეთერში.

სტუმარი: ილია თავბერიძე – პირველი არხის პროდიუსერი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) საქართველოს ნაკრების ვერცხლის მედალი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

„საერთაშორისო ოლიმპიადა დარგის ვუნდერკინდებს ეძებს. ამიტომ ნაკრების ფორმირებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მონაწილეების სათანადო გადამზადებას“, – ელიზბარ ელიზბარაშვილი.

საქართველოს ნაკრები ქიმიაში საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელშიც 90 ქვეყნის 350 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ვერცხლის მედლით დაბრუნდა!

სტუმარი: ელიზბარ ელიზბარაშვილი – პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „ბორის პასტერნაკის ქართველ ადრესატებთან მიმოწერის თავისებურებანი და შემოქმედებითი მნიშვნელობა“

დოქტორანტი სალომე ბედუკაძე 2023 წლის 27 ივლისს მის სადისერტაციო ნაშრომს იცავს. მისი კვლევის საკითხი ბორის პასტერნაკის ქართველ ადრესატებთან მიმოწერა და ამ წერილებში მიმობნეული მნიშვნელოვანი დეტალებია.

რესპონდენტი: სალომე ბედუკაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავური ფილოლოგიის დოქტორანტი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: