თბილისში, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, 10 000 სხვადასხვა ჯიშის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგვება. სეზონური გამწვანების ღონისძიებები 18 ოქტომბერს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დედაქალაქის გასამწვანებლად შესყიდული ნერგების ნაწილი დარგვამდე ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსდა.
რესპონდენტი: გიგა გიგაშვილი – გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი