საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ბოტანიკური ბაღის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მცენარეთა მრვალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, სასწავლო-შემეცნებით ტურებს განაგრძობს. პროექტში მონაწილეობა უფროსკლასელ მოსწავლეებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს შეუძლიათ.