მსოფლიო პანდემიის პირობებში კომპოზიტორ ჯუმბერ ამანათაშვილის შემოქმედებას ორი ახალი სიმღერა შეემატა.
„ვერ გპოულობ“ ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილი სიმღერაა, რომელსაც ავტორი ქართველ სოპრანო თამარ ივერთან ერთად ასრულებს, ხოლო სიმღერას „სიყვარულს გულში ვმალავ“ მომღერალ დათო ნოზაძის შესრულებით მოისმენთ. სიმღერის ტექსტიცა და მუსიკაც კომპოზიტორს ეკუთვნის.
სტუმარი: ჯუმბერ ამანათაშვილი – კომპოზიტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: