პიკის საათი - „ისტორია-კინო-ისტორია“
პიკის საათი - „ისტორია-კინო-ისტორია“

ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება.

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა „შემოქმედებითი ევროპის“ მედია ქვე პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (EACEA-25-2019 FILMEDU) მოიპოვა გამარჯვება. ისტორია-კინო-ისტორია კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში.

სტუმარი: თეა გაბიძაშვილი – ეროვნული კინოცენტრის კინოგანათლების პროექტების მენეჯერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: