პიკის საათი - ორი მსახიობის, ორი ჟურნალისტის, ვიოლინოსა და ავტორისაგან
25 თებერვალი ისეთი დღეა, გამორჩეულ გულისხმიერებას რომ მოითხოვს ჩვენგან. არა აუცილებლად ამ თარიღის ანალიზისათვის, არამედ, თუნდაც, იოტისოდენა ემოციური მუხტისათვის – ხსოვნას და, როგორც ჩვენმა თანამედროვე ავტორმა მიგვანიშნა, სამშობლოს ღალატის ანატომიას რომ ეგების! ამ თარიღის აღნიშვნისას აუცილებლად გახსენდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც, ათწლეულების განმავლობაში, ყოველდღიურობის მაჯაზე უდევთ ხელი და თავს არ ზოგავენ, რომ ქვეყანას პულსი არ აუჩქარდეს.
25 თებერვალს ქართული თეატრის, რადიოსა და ტელევიზიის ღვაწლმოსილი რეჟისორი, მწერალი და დრამატურგი ზურაბ კანდელაკი 80 წლის გახდა.
ჩანაწერში მოისმენთ ფრაგმენტს კატო ჯავახიშვილის სადებიუტე პიესიდან ,,სად არის ანდრეიკა?!“ სცენას, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის, ამ თარიღისთვის და პერსონალურად ბატონი ზურაბისთვის რადიოსპექტაკლის ესთეტიკით ჩაიწერა.
მონაწილეობენ: მსახიობები დავით ველიჯანაშვილი და დავით როსტომაშვილი, მწერალი ბაჩო კვირტია, მოწვეული სტუმარი კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წევრი – კონსტანტინე ეროიანი, ჟურნალისტები სოფო გოდუაძე და ეკა ტალახაძე.
დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ხმის რეჟისორებს, ანი გეგენავასა და მიხეილ კოჩაძეს. განსაკუთრებული მადლობა კატო ჯავახიშვილს და რადიოსპექტაკლების ხმის რეჟისორ ბაკო ხვიჩიას.
ავტორი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: