პიკის საათი - „სად არის ანდრეიკა?!“ - ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტი
პიკის საათი - „სად არის ანდრეიკა?!“ - ლიტერატურულ-დრამატურგიული ექსპერიმენტი

„რას გაუგებ ისტორიას – გადაუფრენს ამ საუკუნეს, ტკივილს, დაფასებასა და იმედგაცრუებებს; რას გაუგებ სიყვარულს, თავისუფლებას დახარბებული ხალხის გულში მოკალათებულს; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სურვილს, რომელიც ხშირად ილუზორულ სიმართლეს გვაჯერებს და ჩვენც, ჰო, ჩვენ, ადა­მიანებს, გვჯერა, რომ სამშობლო ზუსტად იქაა, სადაც მოგვიხაზეს, ზუსტად ის, რაც დაგვაჯერეს. ჩამოგვაჭრეს და მოგვატყუეს“ – ასე იწყება პიესა ორ მოქმედებად, რომელიც კატო ჯავახიშვილის პირველი ნაბიჯია დრამატურგიაში.

სტუმარი: კატო ჯავახიშვილი – პოეტი; ავტორი პიესისა „სად არის ანდრეიკა?!“

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: