- ონლაინ ღონისძიებაზე „წიგნები ბერლინალეზე“, რომელზეც გამომცემლებმა და ლიტერატურულმა აგენტებმა ფილმისა თუ სერიალის სცენარად ადაპტირებისთვის სხვადასხვა მწერლის ნაწარამოებები წარადგინეს, „ბერლინალემ“ 10 წიგნი შეარჩია. მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ავტორის მიერ დაწერილ დაახლოებით 190 წიგნს შორის ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი „უკმარი სინათლე“ (Das mangelnde Licht) გამოარჩიეს, რომელსაც ქართულ ენაზე მაია ფანჯიკიძე თარგმნის.
- როგორ დაიწყო გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გერმანულენოვანი ქართველი მწერლის თანამშრომლობა და რა განაპირობებს ნინო ხარატიშვილის შემოქმედების მიმართ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველის ინტერესის ზრდას.
სატელეფონო ჩართვა: ზვიად კვარაცხელია – მწერალი, გამომცემელი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: