ეთნომუსიკოლოგიამ, როგორც დარგმა, გამორჩეული მეცნიერი და გულშემატკივარი დაკარგა. ნინო კალანდაძე შემოქმედებითი საქმიანობის ყველაზე აქტიურ და საინტერესო პერიოდში გარდაიცვალა. როგორც მისი კოლეგები განმარტავენ, მასალა, რომელიც ქალბატონმა ნინომ ექსპედიციებში შეაგროვა, იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომ რეალურ დროში ვერაფრით ამოწურავდა თავს;
ველზე ეთნოფორებთან მუშაობის განსაკუთრებული სისადავე და სიღრმე, ჩინებული ქართულით მოსაუბრე, საუკეთესო პიროვნული თვისებებით შემკული პრაქტიკოსი მეცნიერი – ნინო კალანდაძე.
სატელეფონო ჩართვა: ნინო ნანეიშვილი – ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: