კახი კავსაძეს რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებს.
„ბაია დვალიშვილის მიერ თეატრის დერეფანში მოყოლილი ამბავი ფილმის სახელწოდებადაც იქცა და მეტაფორულ ფრაზადაც, რომლითაც ჩვენს ცხოვრებაში მართლა შემოვიდა ის, ზეციური თეატრი“
„მას უყვარდა ეს ფილმი. მითხრა, ფილმი იმიტომ გამოგვივიდა, რომ ერთ ჭკუაზე ვართო. მას ერთ ჭკუაზე ყოფნის საოცარი შეგრძნება ჰქონდა!“
,,რა სამწუხაროა, რომ ისეთი მოულოდნელი და არტისტული ხულიგნობა, როგორიც ბატონ კახის შეეძლო, აღარ იქნება!“
„უცნაურია, ჩვენ გვახსოვს ჯან-ღონითა და ენთუზიაზმით სავსე კახი კავსაძე და, ბოლოს უკვე, „პატარა უფლისწულში“ სული, ნამდვილი თეატრალური, მშვენიერი სული, რომელიც გამოვიდა სცენაზე და გაქრა!“
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: