სამხატვრო პლენერი „გამა“ ხარაგაულში 6 წლის წინ რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაში ხარაგაულზე შექმნილი 150-მდე ნამუშევარი დაგროვდა და ამ ნახატებმა ბინა ლიტერატურულ თეატრში დაიდო. თუმცა, ამ ნამუშევრებიდან 56 მხატვრის 100 ნამუშევარს „აბრეშუმის გალერეა“ მასპინძლობს.
რესპონდენტები: იზა ვეფხვაძე – ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი,
ალექსი ციხელაშვილი, შალვა გერაძე, ილია პატაშური, ლუარა ჭანტურია – მხატვრები. ტარიელ ხარხელაური – პოეტი,
პაატა კვიჟინაძე – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: