– გოდერძი ჩოხელის „ცასწავალა“, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ თუ ბევრი სხვა უნიკალური ჩანაწერი უნიკალური კითხვით საქართველოს რადიოს ხმათა სამფლობელოში.
– ლონდონში ლოურენს ოლივიეს ქათინაური ლოთისთვის „პროვინციულ ამბავში“, უნგრელი მაყურებლის გაუნელებელი ოვაცია გლეხი ტობისთვის იოჟიკ კატონას სპექტაკლში, ქართველი მაყურებლის აღფრთოვანება ფოსტალიონის ორწუთიანი როლისთვის სპექტაკლში „მე ვხედავ მზეს“…
– რადიოთეატრთან თანამშრომლობის ისტორია და ამავე თეატრში ჩაწერილი უკანასკნელი როლი.
23 მარტი გიზო სიხარულიძის დაბადების დღეა.
მსახიობი გიზო სიხარულიძე 60 წელი იდგა სხვადასხვა თეატრის სცენაზე და დამსახურებულად მოიპოვა სახალხო არტისტის წოდება.
ჩანაწერში მოისმენთ ელენე ტუშურის სიუჟეტს, თუ როგორ ინახავს გიზო სიხარულიძის შემოქმედებას საქართველოს რადიო.
სტუმრები: თამარ ქუთათელაძე – გიზო სიხარულიძის შვილიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, მსახიობი,
ნინო მაჭავარიანი – თეატრმცოდნე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
ავტორები: ეკა ტალახაძე და ელენე ტუშური.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: