1986 წელს ჟურნალ „დილაში“ მამუკა სალუქვაძის საბავშვო პოემა „თუთიყუშ ჟაკოს თავგადასავალი“ გამოქვეყნდა. ნაწარმოები 2011 წელს ხელახლა დაბეჭდა გამომცემლობამ „პალიტრა ელ“
პოეტი, ჟურნალისტი, მსახიობი, რეჟისორი, მთარგმნელი, რედაქტორი, დრამატურგი მამუკა სალუქვაძე ამ ნაწარმოებით არა მხოლოდ მოზარდ თაობას უტოვებს კარგი ლიტერატურის მაგალითს. ჟაკოსთან ერთად მოგზაურობა ბევრი ზრდასრული ადამიანისთვისაც წარუშლელი შთაბეჭდილებაა.
ჩანაწერში გამოყენებული ფრაგმენტები პოემიდან, რომელსაც მსახიობი რამაზ იოსელიანი კითხულობს.
ავტორი: ეკა ტალახაძე.