პიკის საათი - დევნილობაში აღდგენილი მისამართები
პიკის საათი - დევნილობაში აღდგენილი მისამართები

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, რომელსაც მისამართად წეროვანი აქვს მინიშნებული, დევნილთა მეხსიერებაში შემორჩენილი ძველი მისამართების აღდგენა გადაწყვიტა. მას, წეროვანში ჩასახლებულთათვის, ისეთი აბრების დამზადება სურს, რომელზეც ამჟამინდელი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მისამართები ერთ ფირფიტაზე რევერსულად იქნება დატანილი.

სატელეფონო ჩართვა: თამარ ბერიანიძე – სამხატვრო აკადემიის სტუდენტი; დევნილი ახალგორიდან.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.