პიკის საათი - მოდი გააფერადე / Soul Kitchen
პიკის საათი - მოდი გააფერადე / Soul Kitchen

„შიდა სამზარეულო“ ბერლინში მოღვაწე ხელოვანის, სოფო ტაბატაძის ნახატებით შექმნილი გასაფერადებელია.

ნახატები პანდემიის დროსაა დახატული. სოფომ სახლში გამოკეტილობის დროს ყურადღებით დაიწყო დაკვირვება, თუ რა უცნაური კომბინაციები იქმნებოდა მის ოთახებში, სადაც მასთან ერთად მისი 6 წლის შვილიც ცხოვრობდა. ციგაზე სკოჩით მიმაგრებული სათამაშო ხვლიკები შუა ოთახში, უთოს და სახატავი მასალის თანაცხოვრება საწერ მაგიდაზე და ა. შ. დალაგების მაგივრად მან ამ ყველაფრის ხატვა დაიწყო პატარა, A4-ის ფორმატის ქაღალდებზე. სახელოსნოში სიარული აღარ გამოდიოდა და ამ პატარა ფორმატის გამოყენებით მან სახლში შემოიტანა სახელოსნო.

სტუმარი: სოფო ტაბატაძე – გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: