პიკის საათი - მემორანდუმი კვალიფიციური ჟურნალისტების აღსაზრდელად
პიკის საათი - მემორანდუმი კვალიფიციური ჟურნალისტების აღსაზრდელად

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის თანახმად, საქართველოს პირველი არხი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან აქტიურად ითანამშრომლებს კვალიფიციური ტელე-რადიო სპეციალისტების მომზადებისა და პროფესიული განათლებისათვის.

როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი განმარტავს,  უახლოეს მომავალში სტუდენტებს მედიის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში ჩართვის  შესაძლებლობება ექნებათ. ეს ეხება, როგორც საჯარო, ასევე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს.

სტუმარი: თამარ დოლბაია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების დეკანი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: