პიკის საათი - „მე ბევრი ვარ. თხუთმეტი პოეტი ქალი“
8 მარტიდან, პარიზის წიგნის მაღაზიებში, ბაჩანა ჩაბრაძის მიერ ფრანგულად ნათარგმნი კრებული გამოჩნდება. „მე ბევრი ვარ. თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი / Je suis nombreuses. Quinze poètes géorgiennes“ – ასე ჰქვია ანთოლოგიას, რომელიც 15 თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის შემოქმედებას და ბიოგრაფიას აერთიანებს.
სიუჟეტში გამოყენებულია ამონარიდები კრებულებიდან: ლელა ცუცქირიძის „ამბავი ნაადრევად გაყვითლებული ხეებისა“, ლია ლიქოკელის „გოგოობის კანონი“, ელა გოჩიაშვილის „წესრიგი“, მარიამ წიკლაურის „მდინარე“, ლელა სამნიაშვილის „ქალი-პოეტი“, ნინო სადღობელაშვილის „დაბერდა დედაჩემი“, ეკა ქევანიშვილის „ერთხელ, ეკა ქევანიშვილმა“, ირმა შიოლაშვილის „კაბა“, კატო ჯავახიშვილის „მეზობელი“, რუსუდან კაიშაურის „ქალი-მაგიდა“, თეა თოფურიას „იმ უცნაური ჯვრისწერის შემდეგ“, ლია სტურუას „ზღვაზე ვფიქრობ“, მაია სარიშვილის „ასეც შეიძლება მოხდეს“, დიანა ანფიმიადის „კლიტემნესტრა“, ნატო ინგოროყვას „ქალებს“.
რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე – მთარგმნელი, პოეტი.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: