პიკის საათი – „მე ბევრი ვარ. თხუთმეტი პოეტი ქალი“

11:08, 19.02.2021
-0:00

8 მარტიდან, პარიზის წიგნის მაღაზიებში, ბაჩანა ჩაბრაძის მიერ ფრანგულად ნათარგმნი კრებული გამოჩნდება. „მე ბევრი ვარ. თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი / Je suis nombreuses. Quinze poètes géorgiennes“ – ასე ჰქვია ანთოლოგიას, რომელიც 15 თანამედროვე ქართველი პოეტი ქალის შემოქმედებას და ბიოგრაფიას აერთიანებს.

სიუჟეტში გამოყენებულია ამონარიდები კრებულებიდან: ლელა ცუცქირიძის „ამბავი ნაადრევად გაყვითლებული ხეებისა“, ლია ლიქოკელის „გოგოობის კანონი“, ელა გოჩიაშვილის „წესრიგი“, მარიამ წიკლაურის „მდინარე“, ლელა სამნიაშვილის „ქალი-პოეტი, ნინო სადღობელაშვილის „დაბერდა დედაჩემი“, ეკა ქევანიშვილის „ერთხელ, ეკა ქევანიშვილმა, ირმა შიოლაშვილის „კაბა“, კატო ჯავახიშვილის „მეზობელი“, რუსუდან კაიშაურის „ქალი-მაგიდა, თეა თოფურიას „იმ უცნაური ჯვრისწერის შემდეგ“, ლია სტურუას „ზღვაზე ვფიქრობ“, მაია სარიშვილის „ასეც შეიძლება მოხდეს“, დიანა ანფიმიადის „კლიტემნესტრა, ნატო ინგოროყვას „ქალებს“.

რესპონდენტი: ბაჩანა ჩაბრაძე – მთარგმნელი, პოეტი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი