ქეთათო ნერგაძე მსმენელს პირველ სოლო კონცერტს სთავაზობს. ქეთათოს საავტორო მუსიკა ბენდისა და სიმებიანი ჯაზკვარტეტის თანხლებით შესრულდება. ბენდის წევრები არიან ვალო (დრამერი), ლევან მიქაბერიძე (ბას გიტარა), გიორგი ტურაშვილი (ელექტრო გიტარა) და ნიკო გიგინეიშვილი (აკუსტიკური გიტარა). თავად ავტორი ამჯერად კლავირზე დაუკრავს. კონცერტზე ბექვოკალში აფრო-ამერიკელი მუსიკოსები იმღერებენ.
სტუმარი: ქეთათო ნერგაძე (სცენური ფსევდონიმით Lua) – მუსიკოსი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: