23-27 მარტს, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის, ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე, ლიტერატურული ბანაკი მოეწყობა. სალექციო კურსს, ოთხი დღის განმავლობაში, მწერლები და ლიტერატურის სფეროს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები წაიკითხავენ. ასევე, გაიმართება კინოჩვენებები და დისკუსიები.
პროექტის მიზანია, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის წახალისება. ასევე, ამ პროცესში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ჩართვა და სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენა.
სატელეფონო ჩართვა: თამარ თოფურიძე – „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების მენეჯერი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: