საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი კულტურის მიმართულების სსიპ-ების მოდერნიზაციის საფუძველზე შეიქმნა „ლიტერატურის ეროვნული ფონდი,“ რომელსაც ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს. მოისმინეთ რას ნიშნავს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანება ეროვნულ ფონდში და როგორია ფონდის სტრუქტურა და საქმიანობა.
სატელეფონო ჩართვა: ირმა რატიანი – „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ დირექტორი; ლიტერატურათმცოდნე.