პიკის საათი - „ Life  N Style “ - პრინტის საერთაშორისო ფესტივალი
პიკის საათი - „ Life N Style “ - პრინტის საერთაშორისო ფესტივალი

31 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით თბილისში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. პროექტი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, ბეჭდვითი მედიის /ხელით ბეჭდვის/, განვითარებას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე ეს დარგი აღარ ითვლება მომგებიან და პოპულარულ დარგად. არიან საკმაოდ მაღალი დონის მხატვრები, რომელთაც წლების განმავლობაში არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ამ ტიპის გამოფენაში საქართველოში. ხელით ბეჭდვა – სერიგრაფია, ლითოგრაფია, ლინოგრავირა მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა.

სტუმრები: ნანა ყირმელაშვილი – პროექტის ავტორი; ასოციაციის „არტ კავკასია“ ხელმძღვანელი.

რაულ ხალვაში /ფსევდონიმით ,,რომანოზი“/ – მხატვარი